2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 25 ოქტომბრიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) სწავლებას და განხილულ იქნება შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად ტრენინგის მონაწილეები განახორციელებენ კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა საქმიანობის წესი და კენჭისყრის დღის პროცედურები ტრენინგზე ასევე განიხილება სასწავლო ფილმის ჩვენების ფორმატში.
ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცვლილებები აისახება დაუყოვნებლივ.