საინფორმაციო კამპანია ამომრჩეველთა აქტივობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის დასავლეთ საქართველოში გრძელდება. 21 ოქტომბერს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, სადაც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
სწავლების ცენტრმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვასთან დაკავშირებით და იმიტირებული არჩევნების ფორმატში გააცნო ხმის მიცემის პროცედურა, ასევე ნაჩვენები იყო სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლი საარჩევნო პროცედურების შესახებ.
მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალა ამომრჩევლებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ და სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული ამომრჩევლის სამახსოვრო.