საინფორმაციო კამპანია ამომრჩეველთა აქტივობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით ამჯერად უკვე დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში განხორციელდა. 20 ოქტომბერს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა.
სწავლების ცენტრმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების მეორე ტურის გამართვასთან დაკავშირებით და იმიტირებული არჩევნების ფორმატში გააცნო ხმის მიცემის პროცედურა, შეხვედრაზე ნაჩვენები იყო სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლი საარჩევნო პროცედურების შესახებ.
მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალა ამომრჩევლებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ და სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული ამომრჩევლის სამახსოვრო.