საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების შესახებ

20.10.2016
ბეჭდვა

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასწავლო პროგრამის განხორციელების მიზნით, 20 ოქტომბრიდან დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი, რომლის ჩატარებასაც უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები.

მონაწილეები სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსის ფარგლებში გაეცნობიან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის:

  • საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფცია - ტრენინგების სისტემა და ეტაპები, ტრენინგების მეთოდოლოგია, სასწავლო მასალები;
  • ტრენინგების ადმინისტრირება;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები;
  • კენჭისყრის პროცესი (მათ შორის, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა);
  • არჩევნების უსაფრთხოება;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ტრენერები საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების განხორციელებას.

საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი ჩატარდება თბილისსა და რეგიონულ ცენტრებში და გაგრძელდება 22 ოქტომბრის ჩათვლით.

იხ. ბმულები:

ტრენინგების კონცეფცია

ტრენერთა ტრენინგის გრაფიკი

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia