საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ტრენინგი ჩაუტარა თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟირება გავლილ პირებს. სტაჟიორები დეტალურად გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის წესს, უშუალოდ დააკვირდნენ სამუშაო პროცესს და მიიღეს მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია.
სტაჟიორებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ინსცენირებულ კენჭისყრის პროცესში. ამომრჩევლების სახით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური საარჩევნო კომისისიის თავმჯდომარემ და საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა მოხელეებმა.
ღონისძიების დასასრულს ცესკოს თავმჯდომარემ და ცენტრის დირექტორმა ტრენინგში მონაწილე სტაჟიორებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
აღნიშნული პროექტი საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე წელს დაიწყო და ბოლო სამი თვის მანძილზე 58 საოლქო საარჩევნო კომისიაში სტაჟირება გაიარა 144-მა სტაჟიორმა.
საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟირების პროგრამის მთავარ მიზანს ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.