2016 წლის 27-29 სექტემბრის პერიოდში განხორციელდა დამატებითი ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისა და იმ წევრებისათვის, რომლებიც ვერ დაესწრნენ გრაფიკით გათვალისწინებულ ტრენინგებს.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად სასწავლო მოდულებს:
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური სია და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი);
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება);
- სასწავლო მოდული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვის შესახებ;
- კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები;
- კონფლიქტების მართვა.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დამატებით ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.