2011 წლის 22 - 23 სექტემბერს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მოლდოვეთის რესპუბლიკას ესტუმრნენ. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლური პარტნიორობის რიგით მეორე შეხვედრაში.
შეხვედრაზე ძირითადად ამომრჩეველთა სიის დახვეწის და საარჩევნო დავების გადაწყვეტის საკითხები განიხილეს; ასევე ისაუბრეს საარჩევნო პროცედურების გაუმჯობესების და ამომრჩეველთა სიის ფორმირების გზებზე.
კონფერენცია ევროსაბჭოს და ევროკავშირის პროგრამის (პროგრამა - ”თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში”) ფარგლებში გაიმართა.