საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

21.09.2011
ბეჭდვა

 

საგრანტო კონკურსის მიზანი

საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დინამიკური პროცესის კვალდაკვალ ბუნებრივია აქტუალურ ხასიათს იძენს აგრეთვე საარჩევნო გარემოს მოდიფიკაციის აუცილებლობა მისი სრულყოფის მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის პრიორიტეტია  რეგიონული პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებების გატარებასა და ამ პროცესში სხვადასხვა სუბიექტების (პოლიტიკური პარტია, მედია, არასამთავრობო სექტორი, საარჩევნო ადმინისტრაცია) ინტეგრირებასა და გააქტიურებას.

საგრანტო თემატიკა:

I .”საარჩევნო გარემოს რეგიონული კვლევა”

II. ”საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს შორის საკომუნიკაციო არხების განვითარების ხელშეწყობა”

თემა I - ”საარჩევნო გარემოს რეგიონული კვლევა”

საგრანტო პროექტის ძირითადი მიმართულებები:

საგრანტო პროექტი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის ზემოაღნიშნულ მიზანს. პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს საარჩევნო გარემოს სიტუაციური ანალიზის გაკეთება ბოლო  2-3 წლის მდგომარეობით და საჭიროებების გამოვლენა, აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს რომელიმე რეგიონში, საარჩევნო ოლქის/ოლქების ჭრილში.

საარჩევნო გარემოს კვლევა უნდა განხორციელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი მიმართულებით:  

  • საარჩევნო გარემოს საერთო ანალიზი რეგიონში (საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების შესწავლა სხვადასხვა ნიშნით, მაგ., დემოგრაფია, აქტივობა და სხვ.)
  • არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა რეგიონში (მაგ., საარჩევნო სფეროში სასწავლო პროგრამების განმახორციელებელი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის გამოვლენა, მათ მიერ ორგანიზებულ სასწვლო პროცესში ამომრჩეველთა აქტივობისა და გამოყენებული სასწავლო პროგრამების შესწავლა და სხვ.)
  • პარტიების რეგიონული განვითარების კვლევა (მაგ., პარტიის, მისი რეგიონული წარმომადგენლობების აქტივობის შესწავლა საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდში; ამომრჩევლებთან კომუნიკაციის საშუალებები და ფორმატი; პარტიის მონაწილეობა  ტრენინგებში ან სხვა მსგავს ღონისძიებებში და სხვ.)
  • მედიის კვლევა (მაგ., ამომრჩეველთა ინფორმირების ფორმატი და სხვ.)

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:

არაუმეტეს 50 000 ლარისა 

ხანგრძლივობა:

2011  წლის  15 ოქტომბრიდან  - 2012 წლის 15 იანვრამდე

დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:

საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს ერთ რომელიმე რეგიონში (გარდა თბილისისა)

პროექტის დასრულებისას წარმოდგენილ უნდა იქნას გამოყენებული და აგრეთვე პროექტის მიმდინარეობისას შექმნილი ყველა მასალა (პროდუქტი), რომელიც უკეთ წარმოაჩენს პროექტის შედეგიანობასა და ეფექტიანობას.

თემა II - ”საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს შორის საკომუნიკაციო არხების     განვითარების ხელშეწყობა”

საგრანტო პროექტის ძირითადი მიმართულებები:

საგრანტო პროექტი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის ზემოაღნიშნულ მიზანს. პროექტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფი უნდა აერთიანებდეს პოლიტიკური პარტიების, მედია საშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. პროექტი ორიენტირებული უნდა იყოს სხვადასხვა ფორმატით ისეთი აქტივობების, ღონისძიებების გატარებაზე, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაციის, ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და მხარეთა ჩართულობას აქტუალურ საკითხებზე განხილვის პროცესში. 

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:

არაუმეტეს 50 000 ლარისა 

ხანგრძლივობა:

2011  წლის  15 ოქტომბრიდან  - 2012 წლის 15 იანვრამდე

დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:

საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს ერთ რომელიმე რეგიონში (გარდა თბილისისა)

პროექტის დასრულებისას წარმოდგენილ უნდა იქნას გამოყენებული და აგრეთვე პროექტის მიმდინარეობისას შექმნილი ყველა მასალა (პროდუქტი), რომელიც უკეთ წარმოაჩენს პროექტის შედეგიანობასა და ეფექტიანობას.  

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად(დანართი#1 შესაბამისად); 

ბ) საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება (დანართი #2 შესაბამისად); 

გ) პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად); 

დ)  პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;

ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი;  

ვ)  პროექტის რისკის იდენტიფიკაცია, შეფასება და მენეჯმენტი (ცხრილის შესაბამისად):   

#

რისკი

რისკის ალბათობა

(დაბალი, საშუალო, მაღალი)

პროექტზე გავლენა (დაბალი, საშუალო, მაღალი)

რისკის მართვა

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

ზ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო  პროექტს.

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება - 21 სექტემბერი, 2011 წელი
  • საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადა - 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, 2011 წელი
  • პროექტების განხილვა - 10-11 ოქტომბერი, 2011 წელი
  • კონკურსის შედეგები - 12 ოქტომბერი, 2011 წელი
  • ხელშეკრულებების გაფორმება - 13-14 ოქტომბერი, 2011 წელი

საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს:

  • 2011 წლის 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00-17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  მე-13 კილომეტრი
  • წერილობითი და ელექტრონული ფორმით (CD)
  • არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.

განმხილველი ორგანო:

საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.

კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.

შენიშვნა:  

  • კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.electionreforms.ge
  • ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე წლიურად გასაცემი საგრანტო თანხა არ უნდა აღემატებოდეს არასამთავრობო სექტორზე გასანაწილებელი თანხის 5%-ს, რაც შეადგენს 59.000 (ორმოცდაცხრამეტი ათასი)  ლარს.

საკონტაქტო პირი: გიორგი ეზუგბაია - 591 19 55 23

 

 

 

 

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia