საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სასწავლო მოდული „არჩევნების უსაფრთხოება“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის

19.09.2016
ბეჭდვა

დღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობას არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიმართულებით. უსაფრთხო და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო გულისხმობს ისეთი პირობების უზრუნველყოფას, რაც ქმნის ძალადობისა და ზეწოლის გარეშე ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლების რეალიზების შესაძლებლობასა და გარანტიას არჩევნებში ჩართული მხარეების მიერ საქმიანობის სრულყოფილად განსახორციელებლად.

თანამშრომლობის ფარგლებში ცესკოს სწავლების ცენტრმა შეიმუშავა სასწავლო მოდული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, რომელშიც განსაზღვრულია არჩევნების უსაფრთხოების მიზნით ეფექტიანი კომუნიკაციის ფორმები საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ასევე, კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად  მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად რისკების მართვის საშუალებები და რეაგირების გზები.

სასწავლო მოდული „არჩევნების უსაფრთხოება“ ინტეგრირებულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთათვის მე-3 ეტაპზე განსახორციელებელი ტრენინგების პროგრამაში. სასწავლო მოდული ინოვაციურია, რომელიც სწავლების ცენტრმა შეიმუშავა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტის რეკომენდაციებითა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia