სწავლების ცენტრის მიერ 2016 წლის 15 მარტს და 4 აპრილს გამოცხადებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში დაფინანსებულმა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, განახორციელა სასწავლო პროგრამები პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლის მიზანი იყო მათი საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:
საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში კონტრიბუციის სახით ცესკოს სწავლების ცენტრმა უზრუნველყო პარტიების წარმომადგენლების სწავლება შემდეგ მოდულებზე:
აღნიშნული საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა პროექტში მონაწილე 23 პოლიტიკური პარტიის (მათ შორის, 11 კვალიფიციური და 12 არაკვალიფიციური პარტიის) 1431 წარმომადგენელმა.
პროექტში მონაწილეთა დასწრების შესახებ დეტალური სტატისტიკა იხილეთ დანართში.