საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დაიწყო ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრისთვის

11.09.2016
ბეჭდვა

2016 წლის 11 სექტემბრიდან სწავლების ცენტრმა დაიწყო ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანია, რაც მიზნად ისახავს ელექტორატის საარჩევნო ცნობიერებისა და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობას საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის.

საინფორმაციო ხასიათის პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მოიცავს შეხვედრებს ახალგაზრდა ამომრჩევლებთან, ქალებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან. მონაწილეები ეცნობიან არჩევნების პერიოდში ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებულ სერვისებს (მათ შორის, სიებში მონაცემების გადამოწმების სერვისი, ეთნიკური უმცირესობების ენებსა და ჯესტურ ენაზე მომზადებული სასწავლო-საინფორმაციო მასალა, ადაპტირებული საარჩევნო უბნები), ასევე, ხმის მიცემის პროცედურების შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიღების მიზნით მონაწლეობას იღებენ იმიტირებულ არჩევნებში. 

სწავლების ცენტრი ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიას 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ 41 არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტები 7 ოქტომბრამდე მიმდინარეობს.

ფოტო გალერეა

  • მიმდინარე კონკურსი
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia