საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, მიმდინარე წლის 27 აგვისტოდან - 4 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების I ეტაპი.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად სასწავლო მოდულებს:
- საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
- საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევა და ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესი (პირველი სხდომის ეპიზოდური ინსცენირების ჩატარების ინსტრუქცია);
- საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია;
- საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შედეგების შეჯამება;
- განცხადება/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი.
დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.