საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შეხვედრა ცესკოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან

07.09.2016
ბეჭდვა

7 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის განხორციელებულ საქმიანობებსა და შეთავაზებულ სერვისებზე იმსჯელეს.  მორიგი შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციაში, ცესკოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრებთან გაიმართა. მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე მიიღეს ინფორმაცია, რაც საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობის გაზრდას ემსახურება.

შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ; მათ დადებითად შეაფასეს ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები.  

ასევე აღსანიშნავია, რომ განხორციელდა არაერთი საგანმანათლებლო პროექტი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, საინფორმაციო ვიდეო რგოლები ითარგმნა როგორც სომხურ ისე აზერბაიჯანულ ენებზე. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეუძლიათ ცესკოს ვებ-გვერდის საშუალებით, მათთვის გასაგებ ენაზე (სომხური, აზერბაიჯანული) გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამორმჩეველთა ერთიან სიაში და იპოვონ საარჩევნო უბანი, ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. 

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia