ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობების შუალედური შედეგები შეაჯამეს. ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს 8 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიში წარუდგინეს. გასვლითი სამუშაო შეხვედრა 1-2 სექტემბერს შედგა.