საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო განვითარების სკოლების კურსდამთავრებულები ცესკოში

26.08.2016
ბეჭდვა

საარჩევნო განვითარების სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები საოლქო საარჩევნო კომისიებში პრაქტიკას გადიან. საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით 20 კურსდამთავრებული სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებში დასაქმდნენ და სამი თვის განმავლობაში საარჩევნო პროცესების შესახებ უკვე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ.

ახალგაზრდებმა ცესკოში განთავსებული მუდმივმოქმედი გამოფენა დაათვალიერეს, სადაც საქართველოს საარჩევნო ისტორიის უნიკალური ფოტო მასალაა წარმოდგენილი.

სპეციალურად მათთვის გაიმართა ინფორმაციული ხასიათის საორიენტაციო შეხვედრაც; ახალგაზრდები ასევე შეხვდნენ ცესკოს და სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და უშუალოდ მათგან მიიღეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობების შესახებ.

ცესკოს და სწავლების ცენტრის წარმატებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები საარჩევნო საკითხებზე სასწავლო კურსს გადიან, წელს 20 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ტრენინგები 453-მა ახალგაზრდამ გაიარა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, რომ პროექტი გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.  

საარჩევნო განვითარების სკოლა ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia