საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის

14.08.2016
ბეჭდვა

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი, რომლის  ჩატარებასაც უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები.

მონაწილეები სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსის ფარგლებში ეცნობიან  სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის:

  • „ტრენერის გზამკვლევი“ - ტრენერის სახელმძღვანელო პრინციპები და ეთიკის კოდექსი, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, აუდიტორიის მართვა, დროის მენეჯმენტი, უკუგებისა და ცოდნის შეფასების მექანიზმები;
  • საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფცია - ტრენინგების სისტემა და ეტაპები, ტრენინგების მეთოდოლოგია, სასწავლო მასალები;
  • ტრენინგების ადმინისტრირება;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები;
  • კენჭისყრის პროცესი (მათ შორის, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა);
  • კონფლიქტების მართვა;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ტრენერები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ბაზიდან და კონკურსის წესით არიან შერჩეულები, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების ჩატარებას.

ცესკოს სწავლების ცენტრი საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგს ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, ქ. ყვარელში, სასტუმროში „ყვარლის ედემი“, 13-26 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში.  

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia