საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოს რეგიონებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

01.12.2010
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, 14 საათზე სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში”, ცენტრალური საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა და საქართველოს  რეგიონებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისია, ცენტრის წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, იურიდიული ფაკულტეტის დეკანები და  ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებით გამოხატავენ ურთიერთთანამშრომლობის სურვილს, რათა ხელი შეუწყონ  საქართველოს რეგიონებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  სტუდენტების  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე იურისტების მომზადებას საარჩევნო სამართლის დარგში.

რეგიონებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროგრამას მემორანდუმის ფარგლებში განახორციელებენ ცენტრის წარმომადგენლები. სასწავლო კურსი გათვალისწინებულია იურიდიული ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისათვის. წარჩინებული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან საარჩევნო ადმინისტრაციაში.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia