საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შეხვედრა რეგიონების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციასთან

15.11.2010
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა და საქართველოს რვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ”საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საარჩევნო სამართლის დარგში სასწავლო პროგრამის განხორციელების შესახებ” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საარჩევნო სამართალში ინტენსიური სასწავლო პროგრამის განხორციელებას, სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და საარჩევნო სამართლის დარგში თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე იურისტების მომზადებას.

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აფართოებს თანამშრომლობის არეალს და გეგმავს 2011 წლიდან საარჩევნო სამართლის დარგში სასწავლო კურსის დანერგვას რეგიონებში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამ მიზნით 2010 წლის 3-11 ნოემბერს ცენტრმა მოაწყო შეხვედრები ახალციხის, თელავის, გორის, ბათუმის, ზუგდიდისა და ქუთაისის უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან და იურიდიული ფაკულტეტის დეკანებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა 2011 წლის მარტიდან აღნიშნულ უნივერსტეტებში საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამის იმპლემენტაციის საკითხი.

სასწავლო კურსი გათვალისწინებულია მე-3 და მე-4 კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და წარჩინებული სტუდენტები ჩაირიცხებიან ცენტრის სისტემაში შექმნილ კვალიფიციურ იურისტთა ბაზაში. რეგიონების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებას განახორციელებენ ცენტრის წარმომადგენლები.უახლოეს მომავალში იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსადა რეგიონების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.

 

 

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia