საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 30 ივნისს N263/2016 განკარგულებით, თანხმობა მისცა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორს, 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად, საგრანტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
კომისია დაკომპლექტდა შესაბამისი გამოცდილების მქონე აკადემიური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და სახაზინო/საბიუჯეტო დაწესებულებების წარმომადგენლებით.
საგრანტო საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სწავლების ცენტრში წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას წინასწარ ობიექტურად განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.
საგრანტო კონკურსის პროცესი გამჭვირვალეა. სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და კონკურსის შედეგების პროაქტიულ გამოქვეყნებას ვებ-გვერდზე, ამასთან, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მოთხოვნის შესაბამისად.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული შემდგომი ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება ვებ-გვერდზე.
ცხელი ხაზი: 261 21 11; 599 95 83 83