სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი 2016 წლის 27 ივნისიდან აცხადებს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერების შესარჩევ კონკურსს 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შემდეგი საქმიანობის განსახორციელებლად:
ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის (საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები) საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო კურსის ჩატარების ორგანიზება;
ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის (საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები) საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო კურსის ჩატარება;
გ) შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა სწავლების ცენტრში.