საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა სტუდენტებისათვის ღია კარის დღე მოაწყო

24.06.2016
ბეჭდვა

24 ივნისს, ცესკოში ღია კარის დღე გაიმართა სტუდენტებისთვის, რომლებიც საარჩევნო სამართლის დარგში, იურიდიული კლინიკის ფორმატში, სემესტრულ სწავლებას გადიან ცესკოს სწავლების ცენტრში.

სტუდენტები პირადად შეხვდნენ ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას. მან ახალგაზრდებთან საქართველოს არჩევნების ისტორიაზე, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების თავისებურებებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე, გამოწვევებზე და 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, აგრეთვე საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდგომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ცესკოში განთავსებული ისტორიული ფოტო გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც ქვეყნის საარჩევნო ისტორიას ასახავს. „არჩევნები - ერის შემოქმედი“ მუდმივმოქმედი გამოფენაა, სადაც საქართველოს საარჩევნო ისტორიის უნიკალური მასალაა წარმოდგენილი და 1918-2008 წლების პერიოდს მოიცავს.

სტუდენტებს დღეს ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებიც შეხვდნენ. თითოეულმა მათგანმა ახალგაზრდებს, საკუთარი დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.

სტუდენტები, რომლებიც დღეს ცესკოში იმყოფებოდნენ, ცესკოს სწავლების ცენტრის იურიდიული კლინიკის პროგრამის მერვე ჯგუფის წარმომადგენლები არიან. იურიდიული კლინიკის ფორმატში შემუშავებულ სასწავლო კურსში მონაწილეობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები იღებენ. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებში აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას საარჩევნო სამართლის დარგში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. სწავლების ცენტრი აღნიშნულ სასწავლო კურსს სხვა პარტნიორ უნივერსიტეტებთანაც ახორციელებს. საერთო ჯამში იურიდიული კლინიკის ფორმატში სწავლება ამ დრომდე 179 -მა სტუდენტმა გაიარა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia