2016 წლის 22 და 23 ივნისს, სწავლების ცენტრში საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირებულობას 2016 წლის 17 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით.
სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით, საგრანტო განაცხადის განხილვის პროცედურებისა და საგრანტო განაცხადების განმხილველი კომისიის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული ექსპერტები.