მიმდინარე წლის 9 ივნისს დასრულდა საინფორმაციო-სასწავლო კურსის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ განხორციელება. საინფორმაციო-სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას.
პროექტი განხორციელდა საქართველოს მასშტაბით 22 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 11 მუნიციპალიტეტში. სასწავლო კურსის ფარგლებში, შესაბამისი სწავლება გაიარა 804-მა მონაწილემ.
სწავლება მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა:
პრაქტიკული სწავლების ფორმატში, სასწავლო კურსის მონაწილეებისთვის ნაჩვენები იქნა სწავლების ცენტრის მიერ გადაღებული პროცედურული სასწავლო ფილმი „კენჭისყრის დღის პროცედურები“.
სასწავლო კურსის ჩატარება უზრუნველყო სწავლების ცენტრის ტრენერებმა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა.
ცესკო და სწავლების ცენტრი მომავალში გეგმავს მსგავსი ტიპის სასწავლო კურსის განხორციელებას, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას მისცემს საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ პირებს გაუზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, რაც შემდგომში უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნებში ჩართული მხარეების მიერ პროფესიული კადრების შერჩევას.