საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

09.06.2016
ბეჭდვა

ცესკოს ეგიდით, სწავლების ცენტრის მიერ 2016 წლის 15 მარტსა და 4 აპრილს გამოცხადდა საგრანტო კონკურსი შემდეგ მიმართულებაზე - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2016 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის.  

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელებიც ქვეყნის მასშტაბით (73 საარჩევნო ოლქში) უზრუნველყოფენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, შემდეგ მოდულებზე:

  • არჩევნებში ჩართული მხარეები, მათი უფლებამოსილება და საარჩევნო ეთიკა;
  • გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი და ანგარიშვალდებულება;
  • კონფლიქტების მართვა, საარჩევნო დავები, სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა;
  • წინასაარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსები.

ინოვაციურობის თავალსაზრისით აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციის პირობებში, პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება კონტრიბუცია სწავლების ცენტრის მხრიდან სამიზნე ჯგუფებისათვის შემდეგი მოდულების სწავლების კუთხით:

  • საარჩევნო ციკლი და საკანონმდებლო სიახლეები;
  • საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა;
  • კენჭისყრის დღის პროცედურები. 

სასწავლო კურსს გაივლის 24 პოლიტიკური პარტიის (11 კვალიფიციური და 13 არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტია) 1500-ზე მეტი წარმომადგენელი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სწავლების ცენტრმა ტრენერთა მომზადება დაიწყო. მიმდინარე წლის 9 - 10 ივნისს, სწავლების ცენტრში 8 ტრენერი შესაბამის გადამზადებას გაივლის.

ტრენინგების ჩატარების გრაფიკები ეტაპობრივად განთავსდება სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე.

 

ფოტო გალერეა

  • სწავლების ცენტრის შესახებ
  • სტრუქტურული ხე
  • ნორმატიული ბაზა
  • სტრატეგიული გეგმა
  • სამოქმედო გეგმა
  • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
  • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
  • ანგარიშები
  • მემორანდუმი
  • მიღწევები
  • ხარისხის პოლიტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19
20
2122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia