1 ივნისიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო, რომელიც ელექტრონული ტესტირების მეთოდით მიმდინარეობს. გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობაა 1 საათი. გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული გამოსაცდელისათვის ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ შეადგინა 1900 (ქალი - 1322, კაცი - 578). საგამოცდო პროცესი 11 ივნისს დასრულდება.
გამოცდა ტარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი (ცესკოს შენობა).