EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია

2016  წლის 23 მაისს დასრულდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ შეადგინა - 1900.

სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

გამოცდაზე სულ დარეგისტრირდა: 

  • ქალი - 1322
  • კაცი - 578

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით.

გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობაა 1 საათი. გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული გამოსაცდელისათვის ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა  უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.

გამოცდა ტარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი (ცესკოს შენობა).