სწავლების ცენტრი ეხმიანება ა(ა)იპ - „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ცალკეული მედია საშუალებებით გავრცელებულ უსაფუძვლო, არასწორ ინფორმაციას ჩატარებულ საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით და მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოებას გააცნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ა(ა)იპ - „ახალგაზრდა ადვოკატების“ სასარჩელო მოთხოვნა ცესკოსა და სწავლების ცენტრის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა 2015 წლის 21 ივლისის საგრანტო კონკურსის შედეგებისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.