საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

მემორანდუმი სკოლის მოსწავლეების თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის შესახებ

22.09.2010
ბეჭდვა

2010 წლის 7 ივლისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეთა საარჩევნო კულტურის ამაღლება და სკოლებში თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარების ხელშეწყობა.

პროექტში მონაწილეობას იღებს რვა ქალაქის (გურჯაანი, მარნეული, რუსთავი, გორი, ხაშური, ახალციხე, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი) 24 საჯარო სკოლა, მათ შორის ერთი აზერბაიჯანულენოვანი (მარნეულის #3) და ერთი სომხურენოვანი (ახალციხის #3) სკოლა.

პროექტის ფარგლებში მომზადდა ინსტრუქცია „სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებისათვის“. ინსტრუქციაში მოცემულია ადვილად შესრულებადი საარჩევნო პროცედურები და რჩევები არჩევნების ორგანიზატორთათვის, რათა არჩევნები სამართლიანი და გასაგები იყოს მოსწავლეთათვის. აღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად, ცენტრმა უზრუნველყო ფასილიტატორების მომზადება, რომლებმაც განახორციელეს ტრენინგების ციკლი სამოქალაქო აღზრდის პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის.

15 სექტემბერს ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია,სადაც მონაწილეობას ღებულობდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, პროექტის დასასრულს გამოვლინდება 16 საუკეთესო მოსწავლე (2 მოსწავლე თითო საარჩევნო ოლქში), რომლებიც სამ თვიან პრაქტიკას გაივლიან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728
29
3031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia