საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა 2015 წლის ანგარიში წარადგინეს

28.04.2016
ბეჭდვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა 2015 წლის ანგარიში წარადგინეს. ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტიების და მედიის წარმომადგენლები იმ საქმიანობების შესახებ გაეცნენ ინფორმაციას, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ გასული წლის განმავლობაში განახორციელა. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი (ინგლისური და ქართული) ანგარიში და ანგარიშის აუდიო ვერსია უსინათლოთათვის.

ცესკოს თავმჯდომარემ ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა 2015 წელს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების და ამომრჩეველთა განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დეკლარირებული პრინციპების, მიზნებისა და ამოცანების მიღწევის კუთხით 2015 წელი შეიძლება შეფასდეს როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი: ეს არის 5 წლიანი განვითარების პირველი წელი, რომელიც ცესკომ და სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2015 -2019 წლების სტრატეგიული და 2015 წლის სამოქმედო გეგმების მიხედვით განვლო და დაგეგმილი ღონისძიებების უმრავლესობა სრულად და დროულად შეასრულა.

პრეზენტაციის დასრულებისას შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ საკუთარი შეფასებებიც გააკეთეს, კერძოდ აღინიშნა, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა ერთად უნდა გააგრძელონ საქმიანობა ამომრჩევლების ეფექტური მომსახურების, გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად.

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობას.

 

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12
13
1415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia