საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი მიმდინარე წლის 23 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდში განახორციელებს საინფორმაციო-სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“. აღნიშნული კურსები ითვალისწინებს კენჭისყრის პროცედურების შესწავლას, რაც ემსახურება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას.
პროექტი საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში განხორციელდება:
N |
მუნიციპალიტეტი |
1 |
მარნეული |
2 |
ბოლნისი |
3 |
დმანისი |
4 |
თეთრიწყარო |
5 |
გარდაბანი |
6 |
წალკა |
7 |
ლაგოდეხი |
8 |
საგარეჯო |
9 |
ახალქალაქი |
10 |
ნინოწმინდა |
11 |
ახალციხე |
12 |
ონი |
13 |
ამბროლაური |
14 |
ცაგერი |
15 |
ლენტეხი |
16 |
მესტია |
17 |
ქედა |
18 |
შუახევი |
19 |
ხულო |
20 |
დუშეთი |
21 |
კასპი |
22 |
თიანეთი |
სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი ან/და საარჩევნო განვითარების სკოლის სერტიფიკატი. მონაწილეთა ჯგუფების შედგენისას გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობის პრინციპი.
კურსის გავლისთვის, საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია (იხ. აპლიკაციის ფორმა) და წარადგინოთ პროექტის განხორციელების ადგილის მიხედვით საოლქო საარჩევნო კომისიაში, 25 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით. აპლიკაციის წარდგენისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები, სადაც განხორციელდება აპლიკაციების მიღება:
N |
მუნიციპალიტეტი |
მისამართი |
1 |
მარნეული |
მარნეული, რუსთაველის #69 |
2 |
ბოლნისი |
ბოლინისი, აღმაშენებლის ქ. #68 |
3 |
დმანისი |
დმანისი, წმინდა ნინოს #39 |
4 |
თეთრიწყარო |
თეთრიწყარო, თამარ მეფის #35 |
5 |
გარდაბანი |
გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. #36 |
6 |
წალკა |
წალკა, არისტოტელეს #17 |
7 |
ლაგოდეხი |
ლაგოდეხი, ზაქათალას ქუჩა #44 |
8 |
საგარეჯო |
საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. #15 |
9 |
ახალქალაქი |
ახალქალაქი, ჯავახიშვილის ქ. #2 |
10 |
ნინოწმინდა |
ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. #23 |
11 |
ახალციხე |
ახალციხე, რუსთაველის ქ. #45 |
12 |
ონი |
ონი, ქაფიანიძის ქ. #90 |
13 |
ამბროლაური |
ამბროლაური, აღმაშენებლის ქ. #18 |
14 |
ცაგერი |
ცაგერი, რუსთაველის ქ. #41 |
15 |
ლენტეხი |
ლენტეხი, თამარ მეფის ქ. #31 |
16 |
მესტია |
მესტია, თამარ მეფის ქ. #14 |
17 |
ქედა |
დაბა ქედა, წერეთლის ქ. #2 |
18 |
შუახევი |
შუახევი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. #2 |
19 |
ხულო |
ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ. #9 |
20 |
დუშეთი |
დუშეთი, მ. კოსტავას #23 |
21 |
კასპი |
კასპი, კოსტავას ქ. #16 |
22 |
თიანეთი |
თიანეთი, რუსთაველის ქ. #54 |
პროექტში მონაწილეთათვის სასწავლო კურსის ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის ტრენერები და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები. პროექტი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობით ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51
საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები 2016
საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები 2016 (აზერბაიჯანულენოვანი)
საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები 2016 (სომხურენოვანი)