EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015-2019 წლების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით, უზრუნველყოფს ტრენინგების ეტაპობრივად ჩატარებას ცესკოს აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრებისათვის.

2015 წლის 9 მარტს, პირველ ნაკადზე, ტრენინგი ჩაუტარდა ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის და დაგეგმვისა და შესყიდვების დეპარტამენტების თანამშრომლებს. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: არჩევნების ისტორია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა და კენჭისყრის დღის პროცედურები.