EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოები და თვალსაჩინო მასალა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა მოამზადა სასწავლო და საინფორმაციო ხასიათის თვალსაჩინო მასალა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული პირებისათვის, ეთნიკურ უმცირესობათა ამომრჩევლებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქმიანობას განახორციელებენ ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებზე ფოკუსირებით.
სასწავლო მასალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სწავლების ცენტრმა ამერიკიის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობით, დამატებით განახორციელა მათი თარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

არჩევნებში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები: