მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირება ჩატარდება:
I. გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ე.წ. „ონლაინ“ რეჟიმში, ინტერნეტის მეშვეობით, 15 იანვრიდან 28 იანვარის ჩათვლით 18:00 საათამდე
II. გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით
I. გამოცდის ჩატარების მსურველთა რეგისტრაცია „ონლაინ“ რეჟიმში ინტერნეტით:http://registration.cec.gov.ge/
‹ გამოცდის ჩაბარების მსურველთა გამარტივებული ონლაინ“ რეგისტრაცია მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს
‹ სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.electionreforms.ge განთავსებულ ელექტრონულ განაცხადში ივსება შემდეგი ველები:
‹‹ გვარი, სახელი
‹‹ პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით)
‹‹ დაბადების თარიღი
‹‹ მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით; იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – ფაქტობრივი მისამართი)
‹‹ სქესი
‹‹ საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონი, ელ-ფოსტა (არასავალდებულო ველი)
‹ გამოცდის ჩაბარების მსურველს ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო
‹ შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში და ასევე ელექტრონულ ფოსტაზე (ასეთის მითითების შემთხვევაში) იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (რეგისტრაციის ნომრის, გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით)
‹ მოქალაქეებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, დასარეგისტრირებლად შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს 15 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (10:00 – 18:00, შაბათ-კვირის გარდა)
‹ დასარეგისტრირებლად მოქალაქემ სამდივნოს უნდა წარუდგინოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი
II. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი:
‹ სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები საჯაროა და გამოქვეყნებულია ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე (www.cesko.ge; www.electionreforms.ge)
‹ გამოქვეყნებული საგამოცდო ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას (მათემატიკური ტესტების ნაწილში, გამოცდის ჩატარებისას იცვლება მხოლოდ რიცხვითი მონაცემები)
‹ გამოსაცდელმა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადებისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი
‹ გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობა 1 საათია
‹ თითოეული გამოსაცდელისათვის შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:
‹‹ საქართველოს კონსტიტუციიდან - 6 კითხვას
‹‹ საქართველოს ორგანული კანონიდან ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” - 17 კითხვას
‹‹ ზოგადი უნარებიდან (მათემატიკური ნაწილი) - 5 კითხვას
‹‹ ზოგადი უნარებიდან (ვერბალური ნაწილი) - 2 კითხვას
‹ საგამოცდო ტესტების შერჩევა ხორციელდება ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით
‹ მონიტორზე აისახება საგამოცდო ტესტებზე გაცემული სწორი და არასწორი პასუხების რაოდენობა. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა
‹ გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი
სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განცხადებით უნდა მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს 15 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (10:00 – 18:00, შაბათ - კვირის გარდა).
საგამოცდო დარბაზში დაიშვება არა უმეტეს სამი დამკვირვებლისა (ერთი და იმავე ორგანიზაციიდან საგამოცდო დარბაზში დაიშვება მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აკრედიტაცია გაიარა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ). აკრედიტირებული დამკვირვებლების რაოდენობის გათვალისწინებით, 3 თებერვალს შეიძლება ჩატარდეს წილისყრა საგამოცდო დარბაზში დამკვირვებლების დაშვების რიგითობის განსაზღვრის მიზნით (წილისყრის ჩატარების შესახებ შეტყობინება დაიგზავნება აკრედიტირებული დამკვირვებლების ელექტრონულ ფოსტაზე).
საკონტაქტო ინფორმაცია:
ცესკო - 251-00-51 (ცხელი ხაზი)
სწავლების ცენტრი - 261-21-11
საკონტაქტო პირი: ზურაბ ლუაშვილი 599 95 83 83
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |