საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების სტატისტიკა (I-II ეტაპი) და გადამზადების დამატებითი ეტაპი

04.10.2024
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო  საარჩევნო კომისიების წევრები ინტენსიურ გადამზადებას გადიან.

I და II ეტაპის ტრენინგები, ქვეყნის მასშტაბით, 14 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა. სესიები პროფილური მიმართულებების მიხედვით ჩატარდა, რომლის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით, დეტალურად გაეცნენ ამომრჩევლებისთვის განსახორციელებელი სერვისის პრაქტიკულ ასპექტებს, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებსა და კენჭისყრის პროცესში ფუნქციების შესრულების ტექნიკას. საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, მნიშვნელოვანი ყურადღება აპარატებთან მუშაობას დაეთმო.

ტრენინგებზე დასწრების სტატიტიკა, პროფილური მიმართულებებისა და ეტაპების მიხედვით, წარმოდგენილია ბმულებზე.

საარჩევნო კომისიები, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება

  • I ეტაპზე დასწრების სტატისტიკა

სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი)

  • II ეტაპზე დასწრების სტატისტიკა

სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე,  თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის სხვა წევრები

საარჩევნო კომისიები, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე წარიმართება

  • I ეტაპზე დასწრების სტატისტიკა

სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე,  თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი)

  • II ეტაპზე დასწრების სტატისტიკა

სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები (კომისიის ხელმძღვანელი პირების გარდა)

საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ადმინისტრატორების პროფესიული გადამზადების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, სწავლების ცენტრის სატრენინგო კონცეფციის მიხედვით გათვალისწინებულია დამატებითი ეტაპის ტრენინგების კომპონენტი. მიემართება საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და კომისიების წევრებს, ვინც არ დაესწრნენ ტრენინგების I ან/და II ეტაპს, ან შეიცვალნენ ტრენინგის მიმდინარეობისას.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები დამატებითი ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 5-7 ოქტომბრის პერიოდში.  გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულებზე.

  • დამატებითი ეტაპის ტრენინგები - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით

გრაფიკი სამიზნე აუდიტორიის მიხედვით: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე)

გრაფიკი სამიზნე აუდიტორიის მიხედვით: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები (კომისიის ხელმძღვანელი პირების გარდა)

  • დამატებითი ეტაპის ტრენინგები - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე

გრაფიკი სამიზნე აუდიტორიის მიხედვით: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი)

გრაფიკი სამიზნე აუდიტორიის მიხედვით: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები (კომისიის ხელმძღვანელი პირების გარდა)

გრაფიკებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia