საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2024 წლის ივნისიდან საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება

24.05.2024
ბეჭდვა

2024 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ცესკო და სწავლების ცენტრი აგრძელებს სერტიფიცირების ციკლს.

12 ივნისიდან გათვალისწინებულია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სერტიფიცირების გამოცდების ჩატარება საქართველოს მასშტაბით გახსნილ 8 საგამოცდო ცენტრში: თელავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა.

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნებისთვის, სწავლების ცენტრმა უზრუნველყო საგამოცდო ტესტების თარგმნა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე. გამოცდა ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდება და ნათარგმნი საგამოცდო ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სერტიფიცირების პროცესში.

ტესტები ხელმისაწვდომია ბმულებზე:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები (ARM)
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები (AZR)

აღნიშნული ტესტები შედგენილია პროფილურად - საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ფუნქციების შესაბამისად, მოიცავს საკითხებს საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან, მათ შორის, ითვალისწინებს კითხვებს კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ასპექტებზე.

სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაციის პერიოდია 2024 წლის 3–9 ივნისი. გამოცდის ჩაბარების მსურველ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდაზე დარეგისტრირდნენ დისტანციურად, ან გამოცდის სამდივნოების მეშვეობით. დისტანციური რეგისტრაციის ბმული სწავლების ცენტრის საიტზე განთავსდება და გააქტიურდება 2024 წლის 3 ივნისს. ამავე თარიღში გამოქვეყნდება საგამოცდო ცენტრებისა და გამოცდის სამდივნოების მისამართები.

გამოცდების ჩატარების წესისა და პირობების გაცნობის მიზნით ეწვიეთ ბმულს:

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულება

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78
9
10111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia