2024 წლის 22 მარტიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება.
საგამოცდო ცენტრები საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს და მოქალაქეებს გამოცდის ჩასაბარებლად შერჩეულ ლოკაციებზე მომსახურებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული გამოცდის სამდივნოების წევრები გაუწევენ.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, 970-მა მოქალაქემ (ქალი-666; კაცი-304) დააფიქსირა (საგამოცდო ცენტრების მიხედვით რეგისტრირებულ გამოსაცდელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე).
სერტიფიცირების პროცესში უცვლელი ფორმით გამოიყენება ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული საგამოცდო ტესტები, რომლებიც მომზადებულია სწავლების ცენტრის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენას (გასაჯაროებული საკითხები გამოცდაზე უცვლელი ფორმით გამოიყენება).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ:
გამოსაცდელი სერტიფიცირების გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ, სარეგისტრაციო ბარათში მითითებული საგამოცდო ცენტრის მიხედვით, საგამოცდო თარიღისა და დროის დაცვით.
საგამოცდო დარბაზში დაშვების პროცედურის გავლის მიზნებისთვის, მოქალაქე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდის მიმდინარეობისას გამოსაცდელს ეკრძალება: საგამოცდო დარბაზის დატოვება; ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება; გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა; ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონის შეტანა, გამოყენება.
გამოსაცდელი, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე, დაგვიანებით გამოცხადდება, ან გამოცდის მიმდინარეობისას დაარღვევს დადგენილ წესებს მოიხსნება გამოცდიდან.
სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულება იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |