საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდის მეორე ეტაპი დასრულდა.
გამოცდები 2023 წლის 25-28 ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა. სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა, კომპეტენციების შესაბამისად, უზრუნველყო საგამოცდო პროცესის ორგანიზება, კომპიუტერული პროგრამების ფუნქციონირება და გამოცდის ჩატარება. მოქალაქეებს 10 მუნიციპალიტეტში გახსნილი 12 საგამოცდო ცენტრი მოემსახურა.
გამოცდაზე ჯამურად რეგისტრირებული 4430 მოქალაქიდან საგამოცდო ცენტრებში 3696 გამოსაცდელი გამოცხადდა. გამოცდის ჩაბარების შედეგების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიკატი 3655-მა პირმა მიიღო (ქალი - 3207; კაცი - 448). საგამოცდო ცენტრების მიხედვით დამუშავებული დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე.
აღნიშნული სერტიფიცირების გამოცდა საარჩევნო რეფორმას ეხმიანება. სასერტიფიკაციო გამოცდის ციკლი წელს პირველად ორ ეტაპად ჩატარდა: I ეტაპი - 2023 წლის სექტემბერი, II ეტაპი - 2023 წლის ოქტომბერი. ჯამური სტატისტიკური მონაცემებით გამოცდისთვის ორივე ეტაპზე დარეგისტრირდა - 10729 პირი, გამოცდაზე გამოცხადდა - 8608 პირი, მათგან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიკატის მფლობელი გახდა 8468 მოქალაქე.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |