საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასერტიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი დასრულდა.
გამოცდები 2023 წლის 27 სექტემბერიდან 6 ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა. სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა, კომპეტენციების შესაბამისად, უზრუნველყო საგამოცდო პროცესის ორგანიზება, კომპიუტერული პროგრამების ფუნქციონირება და გამოცდის ჩატარება. მოქალაქეებს 16 მუნიციპალიტეტში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურა.
გამოცდაზე ჯამურად რეგისტრირებული 8124 მოქალაქიდან საგამოცდო ცენტრებში 5861 გამოსაცდელი გამოცხადდა. გამოცდის ჩაბარების შედეგების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიკატი 5813-მა პირმა მიიღო (ქალი - 4682; კაცი - 1131). საგამოცდო ცენტრების მიხედვით დამუშავებული დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასერტიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპის ჩატარება ნოემბერში იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წინმსწრებად განთავსდება ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |