საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრს აკრედიტაცია მიენიჭა პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის განსახორციელებლად

29.03.2023
ბეჭდვა

სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ შემუშავებულ პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამას „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“ აკრედიტაცია მიენიჭა.

პროგრამის ხარისხის კონტროლს და შესაბამისი აკრედიტაციის მინიჭებას სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. 2023 წლის 28 მარტს გამართულ აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა სწავლების ცენტრს ერთხმად მიანიჭეს აკრედიტაცია პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის განსახორციელებლად.

აკრედიტაციის პროცესის ფარგლებში, საბჭომ დაადასტურა დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და  დადებითად შეაფასა სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამა, სწავლების ცენტრის სატრენინგო ინფრასტრუქტურა (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა), პროგრამის დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართული ტრენერებისა და სწავლების ცენტრის სხვა შესაბამისი თანამშრომლების კვალიფიკაცია.

სწავლების ცენტრის აკრედიტებული პროგრამის მიზანია საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილებების განსახორციელებლად აუცილებელი ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა, საჯარო სამსახურში მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრების და საჯარო დაწესებულების გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

„პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“ განკუთვნილია III და IV რანგის საჯარო მოხელეებისთვის. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამას გადის პირი, რომელიც ღია ან დახურული კონკურსის საფუძველზე პირველად ინიშნება მოხელის თანამდებობაზე. ამასთან, საჯარო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, საბაზისო პროგრამის გავლა შეუძლიათ სხვა მოხელეებსაც.

კურსი მოიცავს შემდეგ საგნებს: ეთიკა საჯარო სამსახურში; ადმინისტრაციული წარმოება; პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა; ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა. პროგრამას წარუძღვება 19 მაღალკვალიფიციური ტრენერი, მათ შორის, სწავლების ცენტრის 6 თანამშრომელი, ასევე ტრენერთა ასოციაციისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ტრენერთა ბაზებიდან მოწვეული ტრენერები. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მოხელის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობისთვის აუცილებელი კომპეტენციების ფლობას.

სწავლების ცენტრის პროგრამა ეხმიანება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში დასაქმებული პირების სისტემურად პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
სექტემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia