საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა გადამზადება დაიწყო

21.03.2023
ბეჭდვა

2023 წლის 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის  სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა გადამზადება დაიწყო. მოსამზადებელი კურსის გავლის შემდგომ ტრენერები უზრუნველყოფენ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების ჩატარებას.

როგორც ცნობილია, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები 10 საარჩევნო ოლქში შექმნილ 117 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდება, ხოლო საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის 4 საარჩევნო ოლქში შექმნილ 47 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე გაიმართება. სწორედ აღნიშნულ სიახლეებზე ორიენტირებით და კენჭისყრის ჩატარების პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით სწავლების ცენტრმა შეიმუშავა შესაბამისი სასწავლო პროგრამები საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის.

ტრენერთა ტრენინგი სწავლების ცენტრის  დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და ცესკოს  საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა ცაბაშვილმა გახსნეს. მათ საარჩევნო პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ყურადღება გაამახვილეს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ პროცედურულ სიახლეებზე და კენჭისყრის პროცესის საორგანიზაციო/ლოჯისტიკურ საკითხებზე.

სწავლების ცენტრის დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებთან დაკავშირებით შემუშავებული კონცეფციები, რომლის მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ჩატარდება პროფილურად, სამ ეტაპად; ასევე, გათვალისწინებულია დამატებითი ეტაპის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საუბნო საარჩევნო კომისიის შეცვლილი წევრები და ის წევრები, ვინც ვერ დაესწრნენ განვლილი ტრენინგების ეტაპს.

ტრენერთა ტრენინგი 20 მარტს დაიწყო. სწავლების ცენტრის ოთხ დღიან გადამზადების კურსს 65 ტრენერი გაივლის.

გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთათვის პროცედურულ ტრენინგებს 11 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით პერიოდში ჩაატარებენ. ტრენინგების დაწყებამდე დეტალური გრაფიკები გასაჯაროვდება ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე.

ვიდეო გალერეა

29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა გადამზადება დაიწყო

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021
22
232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia