საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა ევროპის საბჭოს მმართველ კომიტეტზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

16.03.2023
ბეჭდვა

2023 წლის 14 მარტს ევროპის საბჭოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სხვა ჩართულ მხარეებთან ერთად მონაწილეობა ცესკოსა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორმა კლაუს ნეუკირჩმა. ღონისძიებაზე დამსწრე ინსტიტუციების წარმომადგენლებმა შეაფასეს ევროპის საბჭოს 2020-2023 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესი, გამოწვევები და 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებელ პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.

დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებულ პანელურ სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი, რომლებმაც დეტალურად ისაუბრეს ცესკოსა და სწავლების ცენტრის საქმიანობასა და იმ პროექტებზე, რომლებიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა, ასევე ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის არეალებზე.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223
24
2526
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia