საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. სარეგისტრაციო პროცესი 2023 წლის 12 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, როგორც დისტანციურად (ელექტრონული ფორმით), ისე სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში (სწავლების ცენტრი) მოქალაქეთა მომსახურების მიზნებისთვის შექმნილი სამდივნოს მეშვეობით. მონაცემების მიხედვით გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ შეადგინა - 782 (ქალი - 607; კაცი - 175).
სწავლების ცენტრმა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებს შესთავაზა შესაძლებლობა, სასერტიფიკაციო გამოცდისთვის უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი სასწავლო კურსი, რომელიც ეფუძნება საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ტესტების შინაარსობრივ განხილვას და პრაქტიკულ დავალებებს. გამოცდაზე რეგისტრირებულ პირთაგან ამ კურსის გავლაზე თანხმობა 643 მოქალაქემ (82%) დააფიქსირა. სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები შესაბამის სასწავლო პროგრამას, დისტანციურ ფორმატში, მიმდინარე წლის 23 – 27 იანვარს ჩაატარებენ.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები 30 იანვარს იწყება და 7 თებერვლის ჩათვლით განხორციელდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 138 (ცესკოს შენობა). გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |