საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

14.12.2022
ბეჭდვა

2022 წლის 12-13 დეკემბერს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო)  და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან თანამშრომლობით, ჩაატარა საინფორმაციო-სასწავლო კურსი თემაზე „საარჩევნო პროცესზე დაკვირვების საერთაშორისო სტანდარტები და ანგარიშგება“.

ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მარკუს ადელსბახმა, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს თავმჯდომარემ და ნათია ზაალიშვილმა, სწავლების ცენტრის დირექტორმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პროცესში დამკვირვებელი ორგანიზაციების როლის მნიშვნელობაზე, ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების ფარგლებში დაკვირვების საერთაშორისო სტანდარტების მაღალი ხარისხით ინტეგრირებისა და ანგარიშგების ინსტრუმენტების განვითარების აუცილებლობაზე. აღნიშნული საკითხები გამოწვევად დასახელდა საქართველოში 2021 წელს ჩატარებულ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ეუთო/ოდირის მიერ მომზადებულ საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში.

საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებით  მომზადებული პროფილური პროგრამის ფარგლებში სწავლების ცენტრის ტრენერებმა და ევროპის საბჭოს ოფისის ექსპერტმა მონაწილეებთან განიხილეს შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები: არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო სტანდარტები; დაკვირვების პრიორიტეტები საარჩევნო ციკლის ჭრილში; დაკვირვების მეთოდოლოგია, სახელმძღვანელო პრინციპები და ეთიკა; ანგარიშგების ინსტრუმენტები და სადამკვირვებლო  ანგარიშების შედგენის საერთაშორისო  პრაქტიკა. მიმდინარე საარჩევნო რეფორმის ჭრილში მონაწილეები დამატებით გაეცნენ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას, სწავლების ცენტრმა ასევე მიმოიხილა საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების მონიტორინგის საერთაშორისო სტანდარტები და მეთოდოლოგია. მეტი თვალსაჩინოებისთვის მონაწილეები უშუალოდ ჩაერთნენ საარჩევნო ტექნოლოგიების (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატები) გამოყენებით ხმის მიცემის სიმულაციაში.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 16-მა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებლებად იყვნენ რეგისტრირებული ცესკოში და ხელი მოაწერეს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის 2021 წელს გაფორმებულ ეთიკის კოდექსს: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი; საერთო - სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო; ადამიანის უფლებათა ცენტრი; დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის; საქართველოს პროფესიული განათლებისა და  კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი; ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები; კავშირი მწვანე დედამიწა; ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის; ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია; უფლებადამცველები სამართლიანობისათვის; აკადემია „ა“, ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა.

ზემოაღნიშნული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ოქტომბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2
3
45678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia