საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საორიენტაციო სასწავლო პროგრამა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის

01.11.2022
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გათვალისწინებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითრების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი), საარჩევნო ადმინისტრაციაში ახლად დანიშნული/არჩეული თანამშრომლებისთვის საორიენტაციო-სასწავლო პროგრამებს ახორციელებს.

2022 წლის 31 ოქტომბერს საორიენტაციო სწავლება 6 საოლქო საარჩევნო კომისიის 7 წარმომადგენელს ჩაუტარდა (N18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია; N26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია; N45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისია; N63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია; N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია; N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია).

სწავლების ცენტრის თანამშრომელმა „საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცედურების შესახებ“ საორიენტაციო სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებთან შემდეგი ძირითადი საკითხები განიხილა: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და არჩევითი სახელმწიფო ორგანოები საქართველოში; დემოკრატიული არჩევნების სახელმძღვანელო  პრინციპები და საკანონმდებლო ჩარჩო; საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტით განსაზღვრული მუშაობის წესი; ცესკოს თავმჯდომარის 2022 წლის 23 მაისის N01-85 ბრძანებით განსაზღვრული რეგულაციების მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვა საარჩევნო ადმინისტრაციაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით; საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკა საქართველოს საარჩევნო პროცესში. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა კი მონაწილეებს გააცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრუქტურა და შიდა ნორმატიული აქტები (რეგლამენტი, შინაგანაწესი).

საორიენტაციო-სასწავლო პროგრამები ხელს უწყობს ახლად დანიშნული/არჩეული თანამშრომლების სოციალიზაციის პროცესის წარმატებით გავლას, კორპორატიული განწყობის ჩამოყალიბებას და ქმნის თანამშრომლის პროფესიული საქმიანობით დადებითი შედეგების მიღების საფუძველს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19
202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia