საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია

09.09.2022
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. სარეგისტრაციო პროცესი 2022 წლის პირველი სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, როგორც დისტანციურად (ელექტრონული ფორმით), ისე სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში (სწავლების ცენტრი) მოქალაქეთა მომსახურების მიზნებისთვის შექმნილი სამდივნოს მეშვეობით. მონაცემების მიხედვით გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ შეადგინა - 1033 (ქალი - 767; კაცი - 266).

სიახლის სახით სწავლების ცენტრმა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებს შესთავაზა შესაძლებლობა, სასერტიფიკაციო გამოცდისთვის უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი სასწავლო კურსი, რომელიც ეფუძნება საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ტესტების შინაარსობრივ განხილვას და პრაქტიკულ დავალებებს. გამოცდაზე რეგისტრირებულ პირთაგან ამ კურსის გავლაზე თანხმობა 755 მოქალაქემ (73%) დააფიქსირა. სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები შესაბამის სასწავლო პროგრამას, დისტანციურ ფორმატში, მიმდინარე წლის 12 - 16 სექტემბერს ჩაატარებენ.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები 19 სექტემბერს იწყება და 30 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 138 (ცესკოს შენობა). გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი.

იხილეთ გამოცდის ტესტები

ფოტო გალერეა

  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223
24
2526
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia