2022 წლის 19 სექტემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის მიზნით.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის პირველი სექტემბრის 10:00 საათიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, 24:00 საათამდე, დისტანციურად, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/
გამოცდაზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით, რეგისტრაციის ინსტრუქცია:
სიახლე - სწავლების ცენტრი მოქალაქეებს სთავაზობს შესაძლებლობას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი სასწავლო კურსი, რომელიც ეფუძნება საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ტესტების შინაარსობრივ განხილვას და პრაქტიკულ დავალებებს. სასწავლო კურსის სრული ხანგრძლივობაა 5 დღე (დღეში 2.00 საათი). სასწავლო კურსი განხორციელდება 2022 წლის 12 - 16 სექტემბერს (სამუშაო საათებში). ტრენინგის ჩატარება გათვალისწინებულია დისტანციურად (zoom პლატფორმით). სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსის გავლის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ გამოცდაზე რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში დამატებით უნდა მონიშნოს შესაბამისი თანხმობის ველი. მოქალაქეს რეგისტრაციის პროგრამაში მითითებულ საკონტაქტო მეილზე გაეგზავნება დეტალური ინფორმაცია სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.
გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით მოქალაქეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2022 წლის პირველი სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138 (ცესკოს შენობა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად გამოცდის ჩაბარების მსურველმა უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განცხადებით უნდა მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2022 წლის პირველი სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138 (ცესკოს შენობა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა.
სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138 (ცესკოს შენობა). გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ, სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით (საგამოცდო ცენტრში გამოცხადება უნდა მოხდეს გამოცდის დაწყების დრომდე 10 წუთით ადრე). გამოსაცდელი, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე ან დაგვიანებით გამოცხადდება, მოიხსნება გამოცდიდან. გამოსაცდელმა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადებისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:
ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
სასერტიფიკაციო გამოცდაზე უცვლელად გამოიყენება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ტესტები (მათემატიკური ტესტების ნაწილში, გამოცდის ჩატარებისას იცვლება რიცხვითი მონაცემები).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |