საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საგანმანათლებლო პროექტი „ახალგაზრდული ბანაკები“ დაიწყო

26.07.2022
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საგანმანათლებლო პროექტი „ახალგაზრდული ბანაკები“ დაიწყო. პროექტი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია მესამე წელია წარმატებით ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ამომრჩევლების ინფორმირება და საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის ზრდა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

“საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ახალგაზრდული ბანაკები კი სწორედ ასეთი პროექტია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას. ახალგაზრდების გააქტიურება და საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ადმინისტრაციისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში,   240 ახალგაზრდა 4 დღის განმავლობაში ინფორმაციას მიიღებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა არჩევნების ისტორია, დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები, საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებები, გენდერი და არჩევნები, აბსენტეიზმი, პერსონალური მონაცემების დაცვა, არჩევნების უსაფრთხოება, მედიასთან კომუნიკაცია, დეზინფორმაცია, დებატების კულტურა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

საგანმანათლებლო საარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელებაც.

სწავლებას საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები, მოწვეული ექსპერტები და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები უძღვებიან.

„ახალგაზრდული ბანაკები“ ცესკოს საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება. პროექტის  მიზანია არჩევნების პოპულარიზაცია და საარჩევნო პროცესებისადმი მონაწილეთა ინტერესის გაღრმავება, ასევე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობრივი უფლებებისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესახებ.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia