საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ჩრდილოეთ მაკედონიის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გამოცდილებას უზიარებს

12.07.2022
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაცია ჩრდილოეთ მაკედონიის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კოლეგებს 2021-2022 წლებში განხორციელებული სიახლეები გააცნო.

„საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩრდილოეთ მაკედონიის საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციას გავუზიაროთ ინფორმაცია იმ რეფორმებისა და სიახლეების შესახებ, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს და ასევე გავეცნოთ მათ გამოცდილებას ტექნოლოგიურ სიახლეებთან მიმართებაში“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

არჩევნებზე საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული საშუალებების წარმატებით გამოყენების შესახებ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა ჟამურაშვილმა.

როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, დელეგაცია განსაკუთრებით დაინტერესებულია ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მუშაობით, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიის საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე გეგმავს მსგავსი სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებას.

„ჩვენი ვიზიტის მთავარ მიზანს ცესკოსთან არსებული სასწავლო ცენტრის ფუნქციონირების, საქმიანობის შესწავლა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. წარმატებული შეხვედრა გვქონდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. ვფიქრობ, რომ აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ხელს შეუწყობს ჩვენი მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებას“,- განაცხადა ალექსანდარ დაშტევსკიმ.

ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა დელეგაციის წარმომადგენლებს პრეზენტაციაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სწავლების ცენტრის საქმიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები სწავლების ცენტრში სამუშაო პროცესს პირადად გაეცნობიან. ასევე დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრა ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიასთან.

ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაცია საქართველოში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით იმყოფება. 

ვიდეო გალერეა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ჩრდილოეთ მაკედონიის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გამოცდილებას უზიარებს

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
აგვისტო 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15
161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2022 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia