ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სწავლების შესახებ 2013 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) პროექტი “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“ ერთობლივი პარტნიორობით განახორციელებენ სასწავლო პროგრამას საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სწავლებას ჩაატარებენ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული ტრენერები, რომელთა ფასილიტაციას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის თანამშრომლები (2 ფასილიტატორი და 8 ტრენერი, რომელთა შერჩევა განხორციელდა საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებული საკადრო ბაზიდან სწავლების ცენტრსა და UNDP - ის პროექტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში).
ტრენერთა სწავლება მოიცავს 2 დღიან ტრენინგს , 2013 წლის 7 - 8 მარტი, დაბა ბაზალეთი.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სწავლების ეტაპები
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების კურსი განხორციელდება ორ ეტაპად:
I ეტაპი დაეთმობა საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვას:
- საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
- საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
- ამომრჩეველთა სიები
- საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია
II ეტაპი დაეთმობა საოლქო საარჩევნო კომისიისა და საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის გაცნობას კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში:
- საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის პროცესი
- საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება
- საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება და დახარისხება
- კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
- განცხადება/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების განხორციელების პერიოდი: 15 – 20 მარტი, 2013 წელი.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების კურსი განხორციელდება ოთხ ეტაპად:
I ეტაპი დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (13 წევრი) სწავლებას, განიხილება შემდეგი სასწავლო მოდულები:
- საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსება)
II ეტაპი დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და კომისიის მდივნის სწავლებას, განიხილება შემდეგი სასწავლო მოდულები:
- ამომრჩეველთა სიები
- საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებები
- კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები
III ეტაპი დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (13 წევრი) სწავლებას, განიხილება შემდეგი სასწავლო მოდულები:
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს
- კენჭისყრის დღის ინსცენირება (მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსება)
IV ეტაპი დაეთმობა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნების დამატებით პრაქტიკულ სწავლებას კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსების წესთან დაკავშირებით.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების განხორციელების პერიოდი: 12 მარტი - 22 აპრილი, 2013 წელი.
საარჩევნო ადმინისრაციის მოხელეთა სწავლების ჩატარების კონკრეტული თარიღი, დრო და ადგილი განისაზღვრება გრაფიკებში, რომლებიც სწავლების შესაბამისი ეტაპის დაწყების წინ ქვეყნდება ცენტრის ვებ-გვერდზე (ტრენინგების ჩატარება გათვალისწინებულია ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უბნებზე).
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სწავლების მეთოდოლოგია და სასწავლო მასალა
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სწავლება განხორციელდება კომბინირებული მეთოდით:
- ელექტრონული სწავლება (ცესკოს მიერ მომზადებული კენჭისყრის დღის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება; სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ელ. სასწავლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული ფორმატით ვიზუალური და სქემატური ეფექტების გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მაქსიმალური ინფორმირებულობის უზრუნველყოფას საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. სწავლების პროცესში მონაწილეთა ჩართულობისა და მიღებული ინფორმაციის აღქმის ხარისხის გადამოწმების მიზნით, ელექტრონული სწავლება ეფუძნება ინტერაქტიული მეთოდის ინტენსიურ გამოყენებას, რაც სწავლებისას შედეგის მიღწევის თვალსაზრისით საკმაოდ ეფექტურია (ყოველი სასწავლო მოდულის დასრულებისას, ხდება გავლილი თემის შესაბამისი კითხვების გამოტანა. მხოლოდ სწორი პასუხის აღნიშვნის შემდეგ პროგრამულად შესაძლებელია ახალ სასწავლო მოდულზე გადასვლა))
- ვერბალური სწავლება
- პრაქტიკული სწავლება (პრაქტიკული სავარჯიშოები, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსება, ტესტები, სიტუაციური კაზუსები)
- როლური თამაშები (საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ინსცენირება და კენჭისყრის დღის ინსცენირება).
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგებისათვის ცესკოსა და ცენტრის მიერ მომზადდა შემდეგი სასწავლო მასალა:
- ფასილიტატორისა და ტრენერის დამხმარე სახელმძღვანელო
- პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული
- საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დამხმარე სახელმძღვანელო ინსტრუქცია
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დამხმარე სახელმძღვანელო ინსტრუქცია
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მოკლე სამახსოვრო ინსტრუქციები - Check-list (კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნის, რეგისტრატორის, ნაკადის მომწესრიგებლის, ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველის, გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრების სამახსოვროები).