საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

„საარჩევნო განვითარების სკოლაში“ ახალგაზრდები საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციას იღებენ

05.07.2022
ბეჭდვა

თბილისსა და საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში ცესკოს სასწავლო პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მიმდინარეობს. 18-25 წლის ახალგაზრდები ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით იღებენ, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა,  ხმის მიცემის და დათვლის ელექტრონული საშუალებები, დეზინფორმაცია და ყალბი ცნობების გავრცელება საარჩევნო პერიოდში.

მონაწილეები დამატებით გაივლიან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდისთვის მოსამზადებელ სასწავლო პროგრამას, რომელიც ეფუძნება საარჩევნო კანონმდებლობას, საქართველოს კონსტიტუციას, საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული საკითხების შინაარსობრივ განხილვას და პრაქტიკულ დავალებებს.

სასწავლო კურსი  თბილისში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში 4 ივლისს დაიწყო და 8 ივლისს დასრულდება.

საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ცესკოს სწავლების ცენტრთან ერთად და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. 2015 წლიდან სწავლება 3000-მდე ახალგაზრდამ გაიარა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021
22
232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia